Accessibility links

site logo site logo

რუსეთში ორი ადამიანი დაიღუპა მრავალსართულიან სახლში მომხდარი გაზის აფეთქების შედეგად


ბუნებრივი აირის აფეთქება საცხოვრებელ სახლებში საკმაოდ ხშირად ხდება რუსეთში.

ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა რუსეთის ფედერალურ სუბიექტ თათრეთში ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლში მომხდარი გაზის აფეთქების შედეგად. ინციდენტის ადგილზე მუშაობენ სამაშველო ბრიგადები.

აფეთქება მოხდა 1934 წელს დაბადებული ხანდაზმული მამაკაცის ბინაში იმ დღეს, როდესაც მობინადრე მისმა ნათესავებმა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში მიიყვანეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლის ხშირი მოხმარების შედეგად არაადეკვატურად იქცეოდა.

გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე ცდილობენ, გაარკვიონ, ბუნებრივი აირის გაჟონვა შემთხვევით მოხდა თუ სუიციდის მიზნით მოხუცმა მამაკაცმა თავად დატოვა გაზი გაღებული.

ბუნებრივი აირის აფეთქება საცხოვრებელ სახლებში საკმაოდ ხშირად ხდება რუსეთში.

19 მარტს სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაიღუპა მოსკოვთან ახლომდებარე ქალაქ ხიმკიში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG