Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ოლქში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა როსგვარდიის თანამშრომლებს


მოსკოვის ოლქში, მიტიშჩის მახლობლად, კოტეჯურ დასახლება „ნოვიე ვეშკიში“, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა როსგვარდიის თანამშრომლებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება საგანგებო ვითარებათა სამსახურებზე დაყრდნობით. ინფორმაციის მიხედვით, უცნობი პირი ერთ-ერთ სახლშია გამაგრებული. მსხვერპლის შესახებ არ იტყობინებიან.

Telegram-ის არხი „112“ წერს, რომ ის იარაღის უკანონო ხმარებაში იყო ეჭვმიტანილი. როცა მასთან პოლიცია მივიდა, მან სროლა ატეხა და ფანჯრიდან ხელყუმბარა ისროლა. მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

Telegram-ის არხ Life Shot-ის თანახმად, ამ პირთან ერთად კოტეჯში იმყოფებიან მისი ნათესავები, მათ შორის ბავშვები. „112“ იტყობინება, რომ ისინი შენობიდან გაიყვანეს და ამის შემდეგ პოლიციამ შტურმი დაიწყო.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, კოტეჯში გამაგრებულ პირზე ფედერალური მასშტაბით არის გამოცხადებული ძებნა ჯგუფური ქურდობის ბრალდებით.

როსგვარდიისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები ჯერჯერობით არ აკეთებენ კომენტარებს.

XS
SM
MD
LG