Accessibility links

site logo site logo

გუშინ ღამით ვაჟა-ფშაველაზე "სპარი" დააყაჩაღეს


გუშინ ღამით თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე სუპერმარკეტი "სპარი" დააყაჩაღეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, სამმა პირმა ცივი იარაღით მოლარეებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ისინი რამდენიმე საათში დააკავა.

"ერთ-ერთი ბრალდებულის - გ.ჭ.-ის დის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გატაცებული თანხა - 1375 ლარის ოდენობით, ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა", - აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ამ მუხლით 6-დან 9 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG