Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს კვლევაზე COVID-19-ის წარმოშობის შესახებ


აშშ-მა და კიდევ 13-მა ქვეყანამ ჩინეთს მოუწოდეს, უზრუნველყოს "სრული დაშვება" ყველა მონაცემთან, რომლებიც ეხება კორონავირუსის პანდემიის დასაწყისს - მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ანგარიში ჩინელ ექსპერტებთან ერთად შემუშავებული გამოკვლევის შესახებ, პანდემიის წარმოშობის თაობაზე.

ქვეყნები "საერთო შეშფოთებას" გამოხატავენ გამოკვლევის შესახებ და აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ პანდემიის წარმოშობის გამჭვირვალე და დამოუკიდებელ ანალიზს, რომელიც "თავისუფალი იქნება ჩარევისგან და არამართებული გავლენისგან".

ქვეყნები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ თანამშრომლობის მნიშვნელობას საიმისოდ, რომ განვითარდეს გამჭვირვალე და მეცნიერულად დაფუძნებული პროცესი სამომავლო ეპიდემიების და პანდემიების საერთაშორისო ძალებით შესასწავლად.

განცხადებას ხელს აწერენ ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ისრაელის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, კორეის რესპუბლიკის, სლოვენიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობები.

განცხადებას წინ უსწრებდა WHO-ის მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელის, პიტერ ბენის მიერ ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევის პირველი ფაზის შედეგები. "ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ მხოლოდ ზედაპირს შევეხეთ კვლევების იმ ძალიან კომპლექსური ნაკრებისა, რომელიც ჩატარებას საჭიროებს", - განაცხადა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG