Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძის თქმით, საქართველო Pfizer-ისგან 1 მლნ დოზა ვაქცინას მიიღებს


ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველო "ფაიზერისგან" კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 მლნ დოზა ვაქცინას ელოდება. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გრძელდება მოლაპარაკებები სხვა მწარამოებლებთანაც.

"ფაიზერთან" მიმართებაში საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მლნ დოზაზე, თუმცა ამ ეტაპისთვის ველოდებით დასტურს, როდის და რა ფორმატით მოხდება მოწოდება ან რა განრიგი იქნება მოწოდებაზე", - თქვა მინისტრმა.

საქართველოში ამ ეტაპზე 29 500 დოზა "ფაიზერის" ვაქცინაა შემოსული. ის საკმარისია 14 750 ადამიანისთვის, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებისთვის ორჯერადი აცრა აუცილებელია.

XS
SM
MD
LG