Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის პილოტების კარანტინში ყოფნა 2022 წლის გაზაფხულამდეა დაგეგმილი


ნომრები სასტუმროებში, სადაც კარანტინში იმყოფებიან სპეციალურ საავიაციო ჯგუფ „როსიის“ წევრები, 2022 წლის გაზაფხულამდეა დაჯავშნილი. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ქვეყნის პირველ პირთა გადაყვანას, მათ შორის არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. პერსონალს და ადამიანებს, რომლებიც მას ხვდებიან, კარანტინში ათავსებენ. ეს პრაქტიკა არ შეწყვეტილა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ის COVID-19-ის წინააღმდეგ აიცრა.

კრემლის ცნობით, პუტინმა 23 მარტს გაიკეთა აცრა. რომელი პრეპარატი გამოიყენეს მისი ვაქცინაციისთვის, არ აცხადებენ. პრესსამსახურს არ გაუვრცელებია არც ვაქცინაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. პუტინმა ეს იმით ახსნა, რომ არ სურს დასავლეთის ლიდერებივით „იმაიმუნოს“.

სექტემბერში გამოცემა „პროექტი“ იტყობინებოდა, რომ პუტინთან შეხვედრამდე კარანტინს გადის არა მხოლოდ მომსახურე პერსონალი, არამედ რუსეთის ჩინოვნიკები და ოფიციალური პირები, რომლებიც მას უნდა შეხვდნენ. გაუქმდა თუ არა ეს წესი, არ იტყობინებიან.

მიმდინარე კვირაში პუტინმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ზაფხულის ბოლოსთვის მოელის პანდემიის დასრულებას. მანამდე რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ გამარჯვება მოიპოვა კორონავირუსთან ბრძოლაში. მაგრამ პანდემიის ფონზე რუსეთში სიკვდილიანობა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალია მსოფლიოში, ვაქცინაციის დონე კი - ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი ევროპაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG