Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში სახელმწიფო არხის ჟურნალისტი დააკავეს საპროტესტო „ჯგუფურ ცეკვაში“ მონაწილეობისთვის


ბელარუსის ქალაქ ბრესტში სამართალდმცველებმა დააკავეს სახელმწიფო ტელეარხ „ბელარუს 4“-ის დილის გადაცემის წამყვანი, 25 წლის კონსტანტინ სვიდუნოვიჩი. მისი მეგობრების ინფორმაციით 23 მარტს დაკავებული ჟურნალისტი, დიდი ალბათობით, ეჭვმიტანილია „ჯგუფური ცეკვის“ საქმეში. ანუ კონსტანტინ სვიდუნოვიჩი მონაწილეობდა 2020 წლის 13 სექტემბერ მაშეროვის პროსპექტზე აქტივისტების მიერ ორგანიზებულ „ჯგუფურ ცეკვაში“.

ოფიციალურად უცნობია, თუ რა მუხლის საფუძველზე დაკავებული ბელარუსი ტელეწამყვანი. ნაცნობები და მეგობრები ვარაუდობენ, რომ ეს უნდა იყოს სისხლის სამართლის მუხლი, რომელიც დანაშაულად მიიჩნევს ისეთ ქმედების „მომზადებას და ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივი წერიგს, ან მასში მონაწილეობას“.

საინფორმაციო პორტალი TUT.BY დაუკავშირდა დაკავებული ჟურნალისტის დედას, ერთ-ერთი რეგიონული გაზეთის რედაქტორს, გალინა სვიდუნოვიჩს, რომელმაც დაადასტურა მისი შვილი დაკავება, მაგრამ სიტუაციის კომენტირებაზე უარი თქვა.

„ჯგუფური ცეკვის“ საქმე ეს არის ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აღძრული ერთ-ერთი მასობრივი საქმე, რომელშიც საერთო ჯამში რამდენიმე ათეული ადამიანია ეჭვმიტანილი.

25 თებერვალს სასამართლომ პირველი 10-ი ბრალდებულის მიმართ გამოიტანა განაჩენი. მათ მიესაჯათ ე.წ „ქიმია“ და „შიდა ქიმია“. ტერმინი მოდის საბჭოთა სამართალწარმოებიდან, როდესაც მსჯარდებულებს სასჯელად ეკისრებოდათ მძიმე და ჯანმრთელობისთვის მავნე სამუშაოების შესრულება, მათ შორის ქიმიურ საწარმოებში მუშაობა.

ბელარუსის საგამოძიებო კომისიამ საქმე აღძრა 2020 წლის 13 სექტემბერს. იმ დღეს დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს მინსკის ცენტრში, მაშეროვის გამზირზე და შემდეგ კოსმონავტების ბულვართან გზაჯვარედიზე გაჩერდნენ და დაიწყეს ჯგუფური ცეკვა. ამ აქციაში მონაწილე ათასობით ადამიანის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა შარშან წყლის ჭავლი გამოიყენეს. საქმის მსვლელობის პროცესში კი 50-მდე ადამიანი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG