Accessibility links

site logo site logo

ვინ რამდენს გადაიხდის "ლურჯ მარშრუტკაში" - დღეიდან ტარიფები იცვლება


დღეიდან, 1 აპრილიდან თბილისში მოძრავი ახალი, "ლურჯი მიკროავტობუსებით" მგზავრობის ფასები იცვლება. სტანდარტული ფასი უვე 50 თეთრი იქნება (მანამდე სხვადასხვა მარშუტებზე ეს ფასი 50 თეთრიდან 80 თეთრამდე მერყეობდა).

დღეიდანვე "ლურჯი მიკროავტობუსები" ერთვება საერთო სატრანსპორტო ქსელში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიკროავტობუსებით, ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობა (მგზავრობის ოდენობის მიუხედავად) 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთჯერადად გადახდილი 50 თეთრით იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ავტობუსისა და მეტროს მსგავასად დაწესდება შეღავათიანი ტარიფები.

  • უფასო - დედაქალაქში რეგისტრირებული: უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები; სკოლის მოსწავლეები; შსს-ს უბნის ინსპექტორები;
  • 10 თეთრი - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
  • 20 თეთრი - დედაქალაქში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები; სკოლისა და ბაღების თანამშრომლები; 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; პენსიონერები; საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები; უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები; მანდატურები; სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG