Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 13 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 13 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 24 646 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 529 შემთხვევა. ნახევარზე მეტი - 281 თბილისში.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 2.15%;

ბოლო 7 დღის - 1.73%;

ბოლო 14 დღის - 1.8 %.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 326-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის აცრილია 8909 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 282 789 შემთხვევა. მათგან 273 930 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3798 ადამიანი.

XS
SM
MD
LG