Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 7.2%-ია


2021 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 4.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 6.9% შეადგინა.

2021 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ფასები გაიზარდა შემდეგ ჯგუფებში:

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი 36.1%-ით;

ჯანმრთელობის დაცვა 3.6%-ით;

ტრანსპორტი 2.6%-ით;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.5%-ით.

2021 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 5.7%-იანი მატებაა. მათ შორის:

ზეთი და ცხიმი +35.8%;

რძე, ყველი და კვერცხი +8.5%;

პური და პურპროდუქტები +7.7%;

ხორცი და ხორცის პროდუქტები +4%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG