Accessibility links

site logo site logo

ირანი და ბირთვული შეთანხმების სხვა მონაწილეები შეხვედრას მართავენ მასში აშშ-ის შესაძლო დაბრუნების გარშემო


ბირთვული შეთანხმება ირანთან. 2015 წელი, ვენა, ავსტრია

ევროპის კავშირმა გამოაცხადა, რომ 2 აპრილს ირანი და მსოფლიოს ქვეყნები მართავენ ვირტუალურ მოლაპარაკებას აშშ-ის შესაძლო დაბრუნების შესახებ ბირთვულ შეთანხმებაში, რომელიც 2015 წელს დაიდო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და გერმანიას, ერთი მხრივ, და ირანს შორის და რომელიც ვაშინგტონმა დატოვა 2018 წელს.

2 აპრილის შეხვედრას მიესალმა აშშ და გამოაცხადა, რომ მზად არის გადადგას „შემხვედრი ნაბიჯები“, რათა დაუბრუნდეს ბირთვულ შეთანხმებას.

ევროკავშირის განცხადებით, შეხვედრაში მონაწილებას იღებენ ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და ირანი.

„მონაწილეები განიხილავენ აშშ-ის შესაძლო დაბრუნებას ისტორიულ ბირთვულ შეთანხმებაში და იმას, თუ როგორ მოახერხოს ყველა მონაწილე მხარემ შეთანხმების პირობების ეფექტიანი შესრულება“, წერია ევროკავშირის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა, განაცხადა, რომ „უდავოდ, მივესალმებით შეხვედრას, როგორც დადებით ნაბიჯს“, და დასძინა, რომ აშშ განიხილავს „საწყის საპასუხო ნაბიჯებს“ 2015 წლის შეთანხმების პირობების სრული დაცვის აღდგენის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG