Accessibility links

site logo site logo

უფლებადამცველები გმობენ რუსეთის როლს სირიაში მიმდინარე დარღვევებში


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი და რუსეთის თავდაცვის მინიტრი, სერგეი შოიგუ, დამასკი, 2020 წლის 7 იანვარი

რუსეთის წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციები გმობენ მათი ქვეყნის როლს სირიაში მიმდინარე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში, მათ შორის მის მონაწილეობას სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვაში.

კრიტიკა გამოთქმულია 198-გვერდიან ანგარიშში, რომელიც რუსეთის უფლებადამცველების, მათ შორის, მემორიალის და სხვა ჯგუფების მიერ შედგენილი პირველი დოკუმენტია ამ სისხლიანი კონფლიქტის შესახებ.

ანგარიში მოიცავს 150-ზე მეტ ინტერვიუს მოწმეებსა და გადარჩენილ ადამიანებთან, ინტერვიუები ჩატარდა რუსეთში, ლიბანში, იორდანიაში, თურქეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში.

"ამ სამოქალაქო პირების სირთულეებზე დაყრდნობით, ვასკვნით, რომ სირიის მომავალზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება კონფლიქტში მონაწილე ყველა სახელმწიფო მხარეს, და პირველ რიგში რუსეთს", - ვკითხულობთ ანგარიშში. "იმ პირთა დიდი უმრავლესობა, ვისთანაც ინტერვიუები ჩავწერეთ, რუსეთს აღიქვამს არა მხსნელად, არამედ დესტრუქციულ უცხო ძალად, რომლის სამხედრო და პოლიტიკურმა ინტერვენციამ გააძლიერა მათი ქვეყნის მმართველი, ომის დამნაშავე", - დასძენს დოკუმენტი.

ანგარიშში ასევე გამოთქმულია მოწოდება, მოსკოვმა დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს რუსეთის არმიის მიერ სირიაში განხორციელებულ დამბობვაზე და მსხვერპლთ კომპენსაცია გადაუხადოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG