Accessibility links

site logo site logo

ირანი აშშ-თან ყოველგვარ მოლაპარაკებას გამორიცხავს სანქციების გაუქმებამდე  


ირანმა განაცხადა, რომ თეირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით ვენაში მომავალი კვირისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებაში აშშ-თან არ ჩაერთვება.

„ჩვენ არც პირდაპირი და არც ირიბი მოლაპარაკება არ გვექნება აშშ-თან ვენაში“, თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაღჩიმ 4 აპრილს და უარყო ცნობა, რომ ორ ქვეყანას შორის არაპირდაპირი მოლაპარაკება გაიმართება. „ირანის პოლიტიკა ამ მხრივ ცხადი და მარტივია: აშშ უნდა დაუბრუნდეს ვენის ბირთვულ შეთანხმებას, შეასრულოს ხელშეკრულების პირობები და გააუქმოს სანქციები ირანის წინააღმდეგ“, თქვა არაღჩიმ, რომელიც ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთისა და ჩინეთის, მათთან ერთად ირანის დიპლომატები, 6 აპრილს მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის შუამავლობით დაგეგმილ შეხვედრაში. ეს ექვსი ქვეყანა ბირთვული შეთანხმებაში დარჩა მას მერე, რაც აშშ-მა 2018 წელს ის ცალმხრივად დატოვა და თეირანს ახალი სანქციები დაუწესა.

2015 წლის შეთანხმებით ირანს უნდა შეეზღუდა ბირთვული პროგრამა და სანაცვლოდ მას გაუუქმებდნენ აშშ-ის და საერთაშორისო სანქციებს.

აშშ-ის ნაბიჯის საპასუხოდ ირანმა ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა თავისი მზადყოფნის შესახებ, დაუბრუნდეს შეთანხმებას, მაგრამ მისი ადმინისტრაცია ჯერ ირანისგან მოითხოვს ბირთვული ვალდებულებების შესრულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG