Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამგორის რაიონის გამგებელი: კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად სახიფათო არ არის


სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარაძის განცხადებით, თენგიზ სტურუას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, რომლის მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად სახიფათო არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე, ადგილობრივებს კორპუსში შესვლა შეეძლებათ.

ლილოს დასახლებაში მომხდარ აფეთქებას ქალი ემსხვერპლა.

თენგიზ სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება 4 აპრილს, შუადღის საათებში მოხდა.

აფეთქების შემდეგ კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის, ადგილზე შესაბამისი სამსახურები შენობის უსაფრთხოებას სწავლობენ. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება წყლის გამათბობელმა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG