Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი და გერმანია ვაქცინაციის დაჩქარებას ცდილობენ


მუშაობა დაიწყო გერმანიის შეიარაღებული ძალების ვაქცინაციის პირველმა ცენტრმა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს. საფრანგეთში აღდგომის დღესასწაულებზე გაიხსნა უზარმაზარი სტადიონი 9000-მდე ადამიანის ასაცრელად. მთელ ევროპაში ცდილობენ, დააჩქარონ COVID-19-ის ვაქცინაციის პროგრამა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 110 ჯარისკაცი განალაგეს ქალაქ ლებახში, ზაარლანდის მხარეში მდებარე ბუნდესვერის ვაქცინაციის ცენტრში, სადაც ისინი კვირის ბოლოს სამ ცვლად მუშაობდნენ სადღეღამისო რეჟიმში. გერმანიაში დღესასწაულებზე გახსნილი იყო ვაქცინაციის სხვა ცენტრებიც.

სააღდგომოდ ვაქცინაციის ცენტრები გახსნილი იყო საფრანგეთშიც, სადაც ათასობით ადამიანი აიცრა კვირის ბოლოს. საფრანგეთის მთავრობა ცდილობს, დააჩქაროს ვაქცინაციის პროცესი.

საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობების ეს მცდელობა კონტრასტშია მათსავე თავშეკავებულ პოლიტიკასთან დეკემბერში, როცა ვაქცინაციის ტემპი დაბალი იყო და მთავარი აქცენტი ხანდაზმულთა სახლებზე კეთდებოდა.

XS
SM
MD
LG