Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პრემიერის პარტია არჩევნებში იმარჯვებს, თუმცა შესაძლოა სირთულეები შეხვდეს კაბინეტის ფორმირებაში


ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "გერბი" იმარჯვებს ქვეყანაში 4 აპრილს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა მას, შესაძლოა, უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდეს.

დათვლილია ბიულეტენების 60 პროცენტზე მეტი და "გერბი" ხმათა 25,3 პროცენტით ლიდერობს, - აცხადებს ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ხმების 18,5 პროცენტით მეორე ადგილზეა ახლად შექმნილი, ანტიისტებლიშმენტური სულისკვეთების პარტია "არის ასეთი ხალხი", რომელსაც დაახლოებით 15 პროცენტით მოსდევს ოპოზიციური სოციალისტური პარტია - იუწყება კომისია. ანტიკორუფციულ ჯგუფს, დემოკრატიულ ბულგარეთს, და მემარცხენე-ცენტრისტულ ალიანსს, შესაბამისად, ხმების 10,3 და 5 პროცენტი აქვთ, ხოლო ნაციონალისტურ VMRO-ს, რომელიც ამჟამად "გერბის" კოალიციური პარტნიორია, 3,6 პროცენტი, რაც ჩამოუვარდება 4-პროცენტიან აუცილებელ ბარიერს პარლამენტში მოსახვედრად.

საბოლოო, ოფიციალური შედეგები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. მოელიან, რომ "გერბი" 240-ადგილიან პარლამენტში 70-მდე მანდატს მოიპოვებს და ბორისოვს მეოთხე მთავრობის შესაქმნელი მანდატი ექნება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მას სტაბილური მმართველი კოალიციის შესაქმნელად შესაძლოა გაუჭირდეს მოკავშირეების პოვნა ფრაგმენტირებულ პარლამენტში, რომელშიც ჯგუფების უმრავლესობამ უკვე უარყო "გერბთან" თანამშრომლობის პერსპექტივა. ექსპერტები არ გამორიცხავენ კიდევ ერთი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG