Accessibility links

site logo site logo

თბილისის მერია 300 ახალ მიკროავტობუსს ყიდულობს


თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია 300 ახალ მიკროავტობუსს ყიდულობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება თითქმის 36 მლნ ლარია. საშუალოდ, ერთი სატრანსპორტო საშუალება 120 ათასი ლარი ჯდება.

სატენდერო დოკუმენტები მიკროავტობუსის მახასიათებლების მიხედვით, უკვე შესყიდული მიკროავტობუსების ანალოგია. მათ შორის, სიგრძე, ფერი, სკამების რაოდენობა და ა.შ.

"М2 კატეგორიის ავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში", - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტში.

წინადადებების მიღება 29 აპრილს დაიწყება და 4 მაისს დასრულდება.

თბილისის მერიამ ბიუჯეტის ფულით კერძო კომოპანიისთვის უკვე იყიდა 300 ერთეული მიკროავტობუსი. ისინი თბილისში სატრანსპორტო ხაზებზე უკვე მოძრაობს. როგორც რამდენიმე კვირის წინ თბილისის საკრებულოს წევრმა რადიო თავისუფლებას უთხრა, "თბილისის მიკროავტობუსი" შესყიდული ტრანსპორტის ხარჯს მერიას ეტაპობრივად აუნაზღაურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG