Accessibility links

site logo site logo

პუტინმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მას ანიჭებს კიდევ ორი საპრეზიდენტო ვადის უფლებას


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 აპრილს ხელი მოაწერა კამათის საგნად ქცეულ კანონპროექტს, რომელიც მას პოტენციურად გზას უხსნის ხელისუფლებაში 2036 წლამდე დასარჩენად.

კანონპროექტი, რომელიც ახლახან დამტკიცდა პარლამენტის ქვედა და ზედა პალატაში, ქვეყნის საარჩევნო კანონს ამთხვევს საკონსტიტუციო ცვლილებებთან, რომლებზეც მოქალაქეებმა შარშან განაცხადეს თანხმობა.

ერთ-ერთი ცვლილებით პუტინის საპრეზიდენტი ვადების შეზღუდვების საათი ნულამდე დადის, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ იყაროს კენჭი პრეზიდენტად, 2024 და 2030 წლებში.

ამჟამინდელი საარჩევნ კანონებით, პრეზიდენტს ეკრძალება მესამე ექვსწლიანი ვადით კენჭისყრა. ახლა პუტინი მეორე ექვსწლიანი ვადით არის პრეზიდენტი.

კამათის საგნად ქცეული შესწორებები რუსეთის 68 წლის ლიდერმა 2020 წლის იანვარში გამოაცხადა. საერთო ჯამში, პუტინი ქვეყანას პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში გვიანდელი 1990-იანი წლებიდან მართავს.

შესწორებების შესახებ შარშან ზაფხულში, მთელ ქვეყანაში ჩატარებულ კენჭისყრას მოსკოვში მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც სამართალდამცავებმა დაშალეს.

დამოუკიდებელი ჯგუფის, ლევადა-ცენტრის მიერ გასულ თვეში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების 41 პროცენტს არ სურს პუტინი ხელისუფლებაში დარჩეს 2024 წლის შემდეგ - როცა მისი ამჟამინდელი ვადა ამოიწურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG