Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომენდანტის საათს ბათუმში მსვლელობით აპროტესტებენ


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს აქტივისტები ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბათუმში მონაწილეობენ მსვლელობაში, რომელიც, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მიემართება ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსკენ. აქციის მონაწილეები კომენდანტის საათსა და ძალადობას აპროტესტებენ.

3 მარტს ბათუმში ბათუმში, „სირცხვილია"-ს ოფისთან 3 აქტივისტი დააკავეს. მათ ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის დარღვევას რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საქართველოში კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. სპეციალური გადაადგილების საშვის არმქონე პირის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG