Accessibility links

site logo site logo

გამამართლებელი განაჩენები იზრდება, ძირითადად, ოჯახურ დანაშაულზე გამართლებულთა ხარჯზე - საია


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 4-წლიანი მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების რიცხვი იზრდება. საია-ს მტკიცებით, ეს, ძირითადად, გამოწვეულია ოჯახური დანაშაულების საქმეთა ბრალდებულების სასარგებლოდ დასრულებით.

„კერძოდ, როდესაც დაზარალებული სარგებლობს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და ჩვენებაზე უარს ამბობს, საქმეზე აღარ რჩება შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა პირის ბრალეულობას დაადასტურებდა. ეს კი, საბოლოოდ, ბრალდებულთა სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტას იწვევს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს სასამართლოებში ბოლო წლებში იზრდება გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს სასამართლოებში ბოლო წლებში იზრდება გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა.

საია-ს ცნობით, სხვადასხვა მონაცემით, ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი ბოლო წლებში გაზრდილია. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება პროკურატურის მიერ წარმოებული ამგვარი საქმეების რაოდენობა და მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა.

პროკურატურა სასამართლოს, უმეტესწილად, პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს, როდესაც საქმე ოჯახში ძალადობისა ან ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულს ეხება.

ამ კატეგორიის დანაშაულის საქმეები, ძირითადად, გამამტყუნებელი განაჩენით სრულდება.

ამათან, ანგარიშის თანახმად, სასამართლო, უმეტესად, შედარებით ლმობიერი სასჯელის დაკისრებით შემოიფარგლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG