Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, თვითიზოლაციის მიზეზად რისკების თავიდან აცილება სახელდება.

„რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, 6 აპრილს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. საქართველოს პრეზიდენტს მასთან კონტაქტი სამი დღის წინ, ფოლკლორისტ ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვის ცერემონიაზე ჰქონდა. თავად სალომე ზურაბიშვილი "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზით 18 მარტს აიცრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG