Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვალისა და აქიმიძის სარჩელის საფუძველზე „რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა 7 მაისს დაინიშნა


ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი.
ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" თანადამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის 2019 წლის სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა 7 მაისს დანიშნა. როგორც დვალისა და აქიმიძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ „ფეისბუკზე" დაწერა, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას რამდენიმე დღეში მიაწვდიან.

„რუსთავი 2-ის" საქმეზე სიახლე გვაქვს - როგორც იქა პროცესი დაინიშნა. საქმის განხილვა გაიმართება ა.წ. 07 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში. რამდენიმე დღეში საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.

ამ საქმეზე სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტელეკომპანია დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს - აქიმიძეს და დვალს!!!" - წერს „ფეისბუკზე" კახა კოჟორიძე.

დავით დვალი პროცესის დანიშვნას სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა: „ერთწლიანი ფიქრის შემდეგ გასაოცარი დემოკრატიის ქვეყანაში ჩვენს სარჩელზე პროცესი დაინიშნა..."

სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი. მას შემდეგ დღემდე „რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს არც ერთი სხდომა არ გამართულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG