Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კამკამიძე: არჩევანის შეზღუდული რაოდენობა იწვევს ნიჰილიზმს ვაქცინებთან დაკავშირებით


გიორგი კამკამიძე
გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში არჩევანის საშუალება ჰქონდეს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ ნიჰილიზმს ვაქცინაციასთან დაკავშირებით დიდწილად არჩევანის შეზღუდული რაოდენობა იწვევს:

„ჩინური შეიძლება იყოს ზოგიერთისთვის უფრო მისაღები, რადგან არის ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული. მაგრამ არჩევანი უნდა ჰქონდეს ადამიანს და შესაბამისად პარალელურად ამ ჩინურისა, ისევ „ფაიზერზე“ უნდა გაგრძელდეს ინტენსიური მუშაობა, ასევე „ასტრაზენეკაზე“ და ახალ ვაქცინებზე. მაგალითად „ნოვოვაქსი“ ძალიან პერსპექტიული ვაქცინაა, განსაკუთრებით საქართველოში მოხმარებისთვის იმიტომ, რომ ასევე არ მოითხოვს გარკვეულ მძიმე პირობებში შენახვის თვალსაზრისით და ცილოვანი ვაქცინაა. ამაზეც უნდა ძალიან ინტენსიური მუშაობა, რომ შემოვიდეს საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კამკამიძემ. მისი შეფასებით, ვაქცინაციის მასობრიობისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ აცრა ხდებოდეს არა მარტო დიდ საავადმყოფოებში, არამედ პირველადი ჯანდაცვის რგოლებშიც.

საქართველომ ჩინური წარმოების„სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. არსებული ინფორმაციით, მისი გამოყენება დაიწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 7 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 14 207 ადამიანია აცრილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG