Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში (მიანმარი) ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს, არის მსხვერპლი


7 აპრილს ბირმის (მიანმარი) ჯარებმა რეიდის დროს ცეცხლი გაუხსნეს სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს. ამ სისხლიანი ოპერაციით სამხედრო ხელისუფლება შეეცადა ჩაეხშო ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობის დაბრუნების მოწოდებები.

თვითმხილველთა თქმით, ოპერაციას, რომელიც გარიჟრაჟზე ჩატარდა ქალაქ კალეში, მსხვერპლი მოჰყვა. დემონსტრანტები მოითხოვენ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის მთავრობა, რომელმაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში. როგორც იტყობინებიან, კალეზე იერიშის შემდეგ მინიმუმ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

1 თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხუნტის ერთგულმა ძალებმა მოკლეს 600-მდე ადამიანი და ათასობით დააპატიმრეს.

გადატრიალებას გმობენ გაერო და დასავლეთის ქვეყნები. სუ ჩის მომხრეებმა 7 აპრილს განაცხადეს, რომ მათი იურიდიული წარმომადგენლები გაეროს ადამიანის უფლებების უწყებას გადასცემენ დარღვევების ამსახველ მასალას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG