Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქრაძესთან ერთად, „ევროპულ საქართველოს“ გიგი უგულავაც ტოვებს


„ევროპულ საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ერთად, ტოვებს გიგი უგულავაც. გადაწყვეტილების მიზეზად ის ასახელებს გიგა ბოკერიასთან უთანხმოებას, პარტიის განახლების საკითხზე.

„ვწუხვარ, მაგრამ გზა, რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ“, - აცხადებს გიგი უგულავა და განაგრძობს: „მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის, რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა“.

გიგი უგულავას აზრით, 2020 წლის არჩევნები „ევროპული საქართველოსთვის“ წარუმატებელი იყო. ასეთ დროს კი ლიდერებმა სხვებს უნდა დაუთმონ შესაძლებლობები.

„მე თავად ვაპირებ, ვიყო უპარტიოდ. ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად, "ევროპულ საქართველოსთანაც" ცივილიზებული, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ“, - აცხადებს უგულავა.

ნახეთ: „არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება“ - დავით ბაქრაძე ტოვებს „ევროპულ საქართველოს“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG