Accessibility links

site logo site logo

ირანმა ტერორიზმის აქტად შეაფასა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარი ინციდენტი


ნათანზის ობიექტისთვის კოსმოსური თანამგზავრიდან 2020 წელს გადაღებული ფოტო

ირანის ხელისუფლება ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტს ტერორზმის აქტად აფასებს. 11 აპრილს ობიექტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ალი აქბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ ეს იყო „ბირთვული ტერორზიმის“ აქტი და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდა. სალეჰის არ დაუკონკრეტებია, ვის აკისრებს ირანი პასუხისმგებლობას, თუმცა, თქვა, რომ საპასუხო ზომების უფლებას იტოვებენ.

სააგენტო Associated Press-ის და გაზეთ New York Times-ის თანახმად, ნათანზის ბირთვული ობიექტის ენერგოსისტემაში მომხდარი ავარია სავარაუდოდ, ისრაელის მიერაა ორგანიზებული. ისრაელის გამოცემა Jerusalem Post-ი კი, პირდაპირ წერს, რომ ობიექტზე კიბერთავდასხმის უკან დგას ისრაელის დაზვერვის სამსახური "მოსადი".

ნათანზის მიწისქვეშა ბირთვული რეაქტორი ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამაში საკვანძო როლს ასრულებს და მას მეთვალყურეობას უწევს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.

2020 წელს, ნათანზის რეაქტორში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ირანის მთავრობამ საბოტაჟის მცდელობად შეაფასა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG