Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ადეიშვილი ითხოვს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას


ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს. როგორც რადიო თავისუფლებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უთხრეს, მან სააგენტოს შესაბამისი განცხადებით მიმართა. სააგენტო განმარტავს, რომ საქმის განხილვა უკვე მიმდინარეობს:

„კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში საქმის განხილვის დასრულება უწევს მაისში“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. იგი დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG