Accessibility links

site logo site logo

ბათუმის ახალი მეჩეთის აშენებაზე მერიის უარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც დისკრიმინაციულად შეაფასა


ფოტო არქივიდან

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დისკრიმინაციულად და უკანონოდ შეფასდა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე ქალაქის მერიის უარი.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ქალაქის მერიის წინააღმდეგ სარჩელი 2017 წელს შეიტანა. მუსლიმმა თემმა მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნაზე ბათუმის მერიის უარი გაასაჩივრა. მოსარჩელე ასევე ითხოვდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენას რელიგიის ნიშნით და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით.

ბათუმის საქალაქოს სასამართლომ, 2019 წლის 30 სექტემბერს, დააკმაყოფილა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა დისკრიმინაცია რელიგიის ნიშნით. გააბათილა ბათუმის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ბათუმის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების დავალებას ეხებოდა.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ინტერესებს სასამართლოში იცავენ სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG