Accessibility links

site logo site logo

ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 4.5 მილიონი ადამიანი


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ზედიზედ მეშვიდე კვირაა იზრდება დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში აღირიცხა 4.5 მილიონზე მეტი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 11%-ით მეტია.

ზედიზედ მეოთხე კვირაა იმატებს ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო ერთ კვირაში COVID-19-ით გარდაიცვალა 76 700-ზე მეტი ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, მატება 7%-ია.

პორტალ Worldometers-ის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 138 მილიონს აჭარბებს. მათგან გამოჯანმრთელებულია 111 მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3 მილიონს უახლოვდება.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 14 აპრილისთვის მსოფლიოს 152 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების 814 მილიონზე მეტი დოზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG