ქუთაისში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც ბრალად ედება რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ინფორმაციის მიხედვით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული პირები აპირებდნენ 300 000 ევროდ გაეყიდათ რადიოაქტიური ნივთიერება ამერიციუმ 241.
სუს-ის განცხადებით, „რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული კონტეინერი შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერიციუმ 241(Am241). რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარული წესების საფუძველზე გამოკვლეულ კონტეინერზე დაფიქსირებული რადიოაქტიური გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, მასთან უშუალო ხანგრძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის“.
რაიმე სხვა დეტალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ასახელებს. საქმეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იძიებს.
დაწერეთ კომენტარი