პოლიტიკოსი მიხეილ-გელა სალუაშვილი 1 აპრილს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიხეილ-გელა სალუაშვილმა 1992 წლის იანვარში დააარსა პარტია „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, რომლის თავმჯდომარეც იყო სიცოცხლის ბოლომდე. ის მონაწილეობდა 2013 წლის შემდეგ ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში და კენჭს იყრიდა პრეზიდენტობის კანდიდატად, ასევე წარმოდგენილი იყო საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე 1992 წლიდან.