Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელი: რუსეთის მიერ შავი ზღვის არეალების ჩაკეტვის განზრახვა გაეროს კონვენციის დარღვევაა


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელი

რუსეთის ფედერაციის განზრახვა, ჩაკეტოს შავი ზღვის გარკვეული არეალები საზღვაო მიმოსვლისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა, შეაფასა, როგორც „ძლიერი შეშფოთების“ საფუძველი.

თავის განცხადებაში, რომელიც 16 აპრილს გავრცელდა, ბორელი წერს, რომ 2021 წლის ოქტომბრამდე საზღვაო მიმოსვლისთვის შავი ზღვის გარკვეული რაიონების ჩაკეტვა სამხედრო მანევრების ჩატარების მიზეზით, იწვევს „ძლიერ შეშფოთებას“, განსაკუთრებით უკრაინა-რუსეთის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში შექმნილი ვითარების გამო.

ბორელის თანახმად, ამით „ირღვევა საზღვაო მიმოსვლის თავისუფლება, რომელსაც უზრუნველყოფს გაეროს საზღვაო სამართლის კონვენცია“.

განცხადების თანახმად, „ევროკავშირი მოელის, რომ რუსეთი უზრუნველყოფს აზოვის ზღვაში და უკან დაუბრკოლებელ მიმოსვლას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.

XS
SM
MD
LG