Accessibility links

site logo site logo

ბესო ზანგური როლებიდან მოხსნას ეხმიანება: ეს გაგდებაზე უარესია


"რუსთაველის თეატრის" მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც დღეიდან ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია, თეატრის გადაწყვეტილებას "გაგდებაზე უარესს" უწოდებს. ამის შესახებ ის "ფეისბუკზე" მხოლოდ მეგობრებისთვის წერს.

"როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია მინდა იცოდეთ… გაიხარეთ", - წერს ის.

დღეიდან, 16 აპრილიდან რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით, გამოძიების დასრულებამდე, მოხსნილია თეატრის რეპერტუარის ყველა როლიდან.

ბესო ზანგურს ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. ქალის თქმით, ბესო ზანგური მასზე 11 წლის წინ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა.

12 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას, დღეს, 16 აპრილს გამოეხმაურა კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ბესო ზანგურმა რუსთაველის თეატრი უნდა დატოვოს.

33 წლის მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა, 14 აპრილს შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა და მხოლოდ იმიტომ გაასაჯაროვა 11 წლის წინ მომხდარი ფაქტები, რომ ამით სურს ოჯახში ძალადობის სხვა მსხვერპლ ქალებს გვერდით დაუდგეს და მათ გაძლიერებას შეუწყოს ხელი. თავად მსახიობი ბესო ზანგური ძალადობას უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG