Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-მა მიიღო 60 ქულაზე მეტი საგნობრივ და პროფესიულ კომპონენტში - აუდიტი 2017-19 წლებზე


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

2017-2019 წლებში კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული პრაქტიკოსი მასწავლებლების მხოლოდ 1,5-მა პროცენტმა შეძლო 100 ქულიდან 60-ზე მეტი დაეგროვებინა ერთდროულად, როგორც საგნობრივ ისე, პროფესიულ კომპონენტში. ინფორმაციას აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

დასკვნის მიხედვით, 2017-2019 წლებში გამოცდაზე 40-50%-იანი ზღვრის გადალახვა საგნობრივი მიმართულებით მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული მიმართულებით − 22%-მა
შეძლო. გარდა ამისა, გამოცდაზე გასული მასწავლებლების მხოლოდ 0,27%-მა შეძლო საგნის გამოცდაში მაქსიმალური ქულის − 90 -100%-იანი შედეგის მიღება.

"2020 წლიდან პროფესიული უნარების დამადასტურებელ გამოცდაში გადასალახი მინიმალური ზღვარი არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, მიუხედავად მასწავლებლების მიერ გამოცდაზე მიღებული დაბალი შედეგებისა, იზრდება იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებმაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

2017-2019 წლებში ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკოსი მასწავლებლების მხოლოდ 0,1 პროცენტს ჰქონდა დოქტორის სტატუსი, რაც უფროს მასწავლებლად გახდომის ერთ-ერთი გზაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG