Accessibility links

site logo site logo

უკრაინა ასევე გააძევებს რუს დიპლომატს


უკრაინის საგაერეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის ფედერაციის მიერ სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსულის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების პასუხად უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიიდან 72 საათის განმავლობაში გააძევებს კიევში რუსეთის საელჩოს უფროს დიპლომატს.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა 16 აპრილს სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული, ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა. მას ბრალად ედება დიპლომატის სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობა - დაფარული ინფორმაციის მიღება.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სოსონიუკი იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის მოქალაქისგან იღებდა სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზის შემცველ ინფორმაციას.

„რუსეთის ხელისუფლების ასეთი ნაბიჯი უხეშად არღვევს ვენის 1961 წლის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და ვენის 1963 წლის კონვენციას საკონსულო ურთიერთოების შესახებ და კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიერ უკარინასთან შემდგომი დაძაბულობისკენ აღებულ კურსს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ინციდენტის ფონია რუსეთის მიერ ვითარების ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინის მახლობლად და ანექსირებულ ყირიმში, სადაც მოსკოვმა დიდ დამატებით სამხედრო ძალას მოუყარა თავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG