Accessibility links

site logo site logo

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა ევროპის ჩემპიონატზე


ლაშა ბექაური

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა ლისაბონში დღეს დასრულებულ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე. ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) მიერ 16 აპრილს აღებულ ვერცხლს, შეჯიბრების დასკვნით დღეს - 18 აპრილს ქართველმა სპორტსმენებმა თითო ოქრო და ბრინჯაო, ასევე ორი ვერცხლი მიამატეს.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროკონკურენცია ქართული ფინალით დაგვირგვინდა - ლაშა ბექაურმა ბექა ღვინიაშვილს აჯობა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ღვინიაშვილს ვერცხლი ერგო. 100 კილოგრამშიც ორმა ქართველმა იჭიდავა. ევროპის სამგზის ჩემპიონს - ვარლამ ლიპარტელიანს ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა მეოთხე ტიტულამდე - ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ილია სულამანიძემ კი მეხუთე ადგილი დაიკავა. მძიმე წონაში (+100 კგ) გურამ თუშიშვილი დაეუფლა ბრინჯაოს, ხოლო ლევან მატიაშვილი მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩნდა. დღესვე ჩაერთო საქმეში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი სოფიო სომხიშვილი (+78), მაგრამ ევროპირველობას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებმა მამაკაცთა ორმოცდაოთხ ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG