Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-მა ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია მიანიჭა ქალთა უფლებებისთვის მებრძოლს საუდის არაბეთში


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ადამიანის უფლებების სფეროში ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია მიანიჭა ლუჯაინ ალჰათლულს, ფემინისტ აქტივისტს საუდის არაბეთიდან.

60 ათასი ევროს ოდენობის პრემია ალჰათლულის სახელით მისმა დამ მიიღო, ინტერნეტით გამართულ ღონისძიებაზე 19 აპრილს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიება გადაიდო და რამდენიმე თვით გვიან ჩატარდა.

PACE ალჰათლულს აღწერს "საუდის არაბეთის ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად, რომელიც იბრძვის მამაკაცთა მხრიდან ზედამხედველობის სისტემის დასრულებისთვის, ისევე, როგორც ქალებისთვის მანქანის ტარების აკრძალვის გაუქმებისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვისთვის". აქტივისტმა "1001 დღე გაატარა ციხეში თავისი პოზიციების გამო, ის მხოლოდ 2020 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, თუმცა თავის ქვეყანაში კვლავ შინაპატიმრობის და სხვა შეზღუდვების ობიექტია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჩეხი სახელმწიფო მოღვაწის და დემოკრატიისთვის მებრძოლი აქტივისტის, 2011 წელს გარდაცვლილი ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია დაწესდა 2013 წელს. ამ პრემიას გადასცემენ "ევროპასა და მის მიღმა სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ნაბიჯებისთვის, ადამიანის უფლებების დასაცავად". წარსულში პრემია მიღებული აქვთ ალეს ბიალიატსკის (ბელარუსი), ანარ მამადლის (აზერბაიჯანი) და ლიუდმილა ალექსეევასა და ოიუბ ტიტიევს (რუსეთი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG