Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხეში ნავალნის მონახულების შემდეგ, ადვოკატი აცხადებს, რომ ის ცუდად გამოიყურება


პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მონახულების შემდეგ მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ის ცუდად გამოიყურება, რაც ზრდის შეშფოთებას კრემლის კრიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მას შემდეგ, რაც ის შრომა-გასწორების ობიექტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დასავლეთის ზეწოლის ფონზე. ნავალნი პროტესტის ნიშნად უკვე მესამე კვირაა შიმშილობს.

ადვოკატმა, ალექსეი ლიპსტერმა ნავალნი 19 აპრილს, მცირე ხნით მოინახულა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ სიტუაცია მხოლოდ უარესდება, 44 წლის ნავალნი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.

"ადვოკატმა ნავალნი მხოლოდ რამდენიმე წუთით ნახა, რის შემდეგაც ის ... გამოაგდეს, რის მიზეზადაც სამუშაო დღის დასრულება დაასახელეს ... სამოქალაქო ექიმებს არ აქვთ მისი მონახულების უფლება, და ის შიმშილობას არ წყვეტს" - წერს ტვიტერზე ლეონიდ ვოლკოვი, ნავალნის გუნდების კოორდინატორი რუსეთის მასშტაბით.

სააგენტო როიტერსი ავრცელებს ლიპსტერის სიტყვებს, რომ ნავალნის კიდევ ერთხელ უთხრეს უარი მასთან მისი შერჩეული ექიმის დაშვებაზე.

გასული კვირის ბოლოს ნავალნის პირადმა ექიმმა და კიდევ ორმა მედიკოსმა, მათ შორის კარდიოლოგმა, რუსეთის ციხეების ფედერალურ სამსახურს წერილით მიმართეს და მასთან დაშვება ითხოვეს, განაცხადეს რა, რომ მას "ნებისმიერ წუთს" შეიძლება დაემართოს გულის შეტევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG