Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 12 ავღანელი სამხედრო დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


ქაბულის ცნობით, უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 12 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა წუხელ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მომხდარი ექსტრემისტული თავდასხმების შედეგად.


ყველაზე მეტი, 8 სამხედრო დაიღუპა ბადახშანის პროვინციაში, ზებაქის რაიონში მდებარე საკონტროლო პუნქტზე განხორციელებული იერიშის შედეგად. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეტაკების შედეგად დანაკარგი განიცადეს ექსტრემისტებმაც.


ჰერათის პროვინციაში უსაფრთხოების ძალების სულ მცირე ორი თანამშრომელი დაიღუპა და 15 დაიჭრა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული ავტომობილით ასევე პოლიციის საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად.

ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

მორიგი სისხლიანი თავდასხმის ფონია, ავღანეთიდან კოალიციური ძალების მოსალოდნელი გაყვანის თარიღის მოახლოება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 14 აპრილს განაცხადა, რომ 11 სექტემბრისათვის ავღანეთს დატოვებს კოალიციაში შემავალი ყველა, 10 000 ჯარისკაცი. ხოლო ჯარების გაყვანის პროცესი დაიწყება 1 მაისს.

XS
SM
MD
LG