Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩადის პრეზიდენტი დაიღუპა შეიარაღებულ ოპოზიციასთან ბრძოლაში


შეიარაღებულ ოპოზიციასთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობების შედეგად 20 აპრილს დაიღუპა ჩადის პრეზიდენტი, 69 წლის იდრის დები იტნა, რომელიც იმავე დღეს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა.

ყოფილი გენერალი დები იტნა ჩადის მართავდა 1990 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ. მისმა ერთგულმა ჯარებმა 31 წლის წინ, ლიბიისა და სუდანის დიქატატორი მმართველების, მუამარ კადაფისა და ომარ ალ-ბაშირის, ხელშეწყობით დაამხეს ჩადის სამხედრო დიქტატორი ხისენ ხაბრე.

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩადის მმართველს ადანაშაულებდნენ ოპოზიციის ჩახშობასა და ავტორიტარულ მმართველობაში.

2021 წლის არჩევნებში იდრის დების იტნამ ხმების 79% მიიღო, მაგრამ არჩევნების დღეს ლიბიის ტერიტორიიდან ჩადიში შეიჭრნენ ოპოზიციური „ჩადის თანხმობისა და ცვლილების ფრონტის“ სამხედრო ძალები, რომლის დიდ ნაწილს ლიბიელი სარდლის, ხალიფა ჰაფტარის მხარეზე ლიბიის სამოქალაქო ომში მებრძოლი სამხედროები შეადგენენ. 20 აპრილს ოპოზიციურმა შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს იერიში დედაქალაქ ნჯამენზე.

იდრის დები იტნას დაღუპვის შემდეგ, ქვეყნის მმართველმა სამხედრო ძალამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტს 18 თვით დაიკავებს მისი შვილი, მახამატ იდრის დები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG