Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი ნატოელ მოკავშირეებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს რუსეთთან დიპლომატიური დაპირისპირების გამო


იან ჰამაჩეკი
იან ჰამაჩეკი

ჩეხეთმა მოუწოდა თავის ნატოელ მოკავშირეებს, რათა გამოიჩინონ სოლიდარობა და დაუჭირონ მხარი პრაღას ბოლო დღეებში მოსკოვთან მომხდარ დიპლომატიური დაპირისპირებაში.

20 აპრილს ნატოში ჩეხეთის ელჩმა ჩრდილოალანტიკური საბჭოს მოახსენა რუსეთის მიერ 20 ჩეხი დიპლომატის გაძევების შესახებ მას შემდეგ, რაც ჩეხეთმა, საფუძვლიანი ეჭვების გამო, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა რუსეთის დაზვერვის საფარველ ქვეშ მოქმედი 18 რუსი დიპლომატი, რომლებსაც კავშირი უნდა ჰქონდეთ 2014 წელს ქალაქ ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, - ამის შესახებ ნათქვამია ნატოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოგვიანებით ამ კვირაში ნატოელი მოკავშირეები კონსულტაციებს გამართავენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, იან ჰამაჩეკთან. „ნატოელი მოკავშირები სოლიდარული არიან რუსეთის მადესტაბილიზებელი მოქმედების სახიფათო მოდელის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

20 აპრილს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ჰამჩეკმა, თავისთან დაიბარა რუსეთის ელჩი ჩეხეთში, ალექსანდ ზმეევსკი და გამოუცხადა მას პროტესტი, რუსეთის მხიდან „არაპროპორციული“ პასუხის გამო, რასაც, „სრულიად ლოგიკურად შეიძლება მოჰყვეს ჩეხეთის შემდგომი ნაბიჯები, რასაც რუსეთის ელჩი, პირველი იქნება, ვინც შეიტყობს“, - განუცხადა ჰამაჩეკმა ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG