Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძე: კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, სხვა რეგიონებთან შედარებით


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და ექიმი ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში კახეთის რეგიონში შეხვედრებს მართავენ.

კულუმბეგოვმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოქალაქეთა კოვიდვაქცინაცია პირადად ჩაატარა, რის შემდეგაც ის და ამირან გამყრელიძე რეგიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებს შეხვდნენ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, კახეთში მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა არსებული მდგომარეობის შენარჩუნება მხოლოდ ყველა რეგულაციის მკაცრად დაცვის შემთხვევაში მოხერხდება.

გამყრელიძემ ილაპარაკა მოახლოებულ სააღდგომო დღესასწაულებზეც. მისი თქმით, ამ საკითხზე, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, მომავალ კვირაში იმსჯელებენ და ამის შემდეგ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები.

კახეთში ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშია. რეგიონში მოქმედებს ოთხი კოვიდკლინიკა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონში ინფიცირების 12 816 შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG