Accessibility links

site logo site logo

პარლამენტი ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ პროცედურებს 27 აპრილს დაიწყებს


კახა კუჭავა

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასა და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილიდან დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება გადადგომის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან. მის მოვალეობას ახლა პირველი ვიცე-სპიკერი ასრულებს.

27 აპრილის პლენარულ სხდომაზე ამ ფაქტს პარლამენტი ცნობად მიიღებს, რის შემდეგაც ბიუროს სხდომა ჩატარდება და სესიის დღის წესრიგს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დაემატება.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა.

პარლამენტის სპიკერისა და ვიცე-სპიკერის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან 24 აპრილს გადადგა. „ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში“, - განაცხადა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG