Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისის აქციის მონაწილეთა ნაწილმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტა


2019 წლის 20 ივნისის აქციის მონაწილეების ნაწილი 25 აპრილს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა ამნისტიის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ აქტივისტების მთავარი მოთხოვნა მათი უფლებების რეაბილიტაციაა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდებათ, პროტესტს გააგრძელებენ.

„როდესაც "ქართულ ოცნებას" სურდა, ოკუპანტის გაგდებისთვის დავესაჯეთ, ბევრი ადამიანი დასახიჩრდა. ამ დროს ამნისტიის კანონში წერია, რომ ყველა დამრღვევსა და დამკავებელს უნდა შეეხოს ამნისტია", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეების ამნისტიის კანონი არ გავრცელდება მძიმე დანაშაულის ჩამდენებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG