Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი ამნისტიის კანონზე: თავი უნდა დავანებოთ დამნაშავეების ძიებას


უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის კანონის მიღება ნიშნავს, რომ აღარ დაიწყება 2019 წლის ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "დამნაშავეების ძებნა". ამის შესახებ მან პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებამდე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

"როდესაც ამნისტია ცხადდება, ნიშნავს, რომ იმასთან დაკავშირებით ჩადენილი აქვს დანაშაული, ყველას ეხება. ამნისტია იმით განსხვავდება შეწყალებისგან, რომ ეს არ არის სახელობითი - ყველას, ვინც ექცევა გარკვეული მუხლების ქვეშ...

ჩვენ თავი უნდა დავანებოთ დამნაშავეების ძიებას, ერთი გამონაკლისით - თუ ეს ეხება ისეთ დანაშაულს, რომელმაც იმდენად მძიმე ზიანი მიაყენა ადამიანს, რომ ეს საერთაშორისო კონვენციითაც კია დაცული, ამეებს არ შეეხება. სხვა დანარჩენი, იდეა ისაა, რომ აღარ უნდა დავიწყოთ ერთმანეთის ძიება და ბრალდებების წაყენება. უნდა შევეშვათ იმაზე საუბარს, შტურმი იყო ეს თუ დარბევა..." - განაცხადა მან.

უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში ამნისტიის კანონზე დაიწყეს მუშაობა. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ კანონმა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უნდა გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან, მმართველი პარტია კი ფიქრობს, რომ ის თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველაზე, თუმცა არა საერთაშორისო კონვენციით დაცულ მუხლებზე - ღირსების შელახვაზე ან არაადამიანურ მოპყრობაზე.

XS
SM
MD
LG