Accessibility links

site logo site logo

აშშ-ში შემსუბუქდა ნიღბის ტარების წესები, ინდოეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 200,000-ს გადააჭარბა


აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) 27 აპრილს გამოაცხადა ახალი წესები გარე სივრცეში ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ ვაქცინები ამერიკას მეტად და მეტად ეხმარება "ცხოვრების უფრო ნორმალურ წესთან დაბრუნებაში".

CDC-მა შეამსუბუქა ნიღბის ტარების წესები და აცხადებს, რომ იმ ამერიკელებს, რომლებსაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩაუტარდათ, აღარ ესაჭიროებათ გარეთ ნიღბის ტარება, თუკი ბევრ ხალხში არ არიან. სააგენტო ასევე ამბობს, რომ ის პირებიც, რომლებსაც ვაქცინა ჯერ არ მიუღიათ, შეიძლება ზოგიერთ სიტუაციაში გარეთ ნიღბის გარეშე გავიდნენ.

ახალი წესების გამოცხადების ფონია COVID-19-ით ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლის სისტემატური შემცირება ვაქცინაციის კამპანიის ფონზე, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტს ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე აქვს მიღებული. აშშ-ში კორონავირუსს ემსხვერპლა 570,000-ზე მეტი ადამიანი.

ბაიდენი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს ვაქცინების დოზების გაგზავნას ინდოეთში, სადაც 28 აპრილს სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 200,000-ს გადააჭარბა. ინდოეთში 1,4 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG