Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰასან როჰანი: ჯავად ზარიფის აუდიოჩანაწერი ვენის მოლაპარაკებებისთვის საზიანოდ გამოაქვეყნეს


ჰასან როჰანი
ჰასან როჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფის გულწრფელი გამონათქვამების გასაჯაროება მიზნად ისახავდა „დაპირისპირების წარმოქმნას“ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესში, რომლის მიზანია 2015 წლის ხელშეკრულების განახლება.

უშიშროების სამინისტრომ „ყოველი ღონე უნდა იხმაროს იმის დასადგენად, თუ ვინ მოიპარა ჩანაწერი“, განაცხადა როჰანიმ 28 აპრილს მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეულ სხდომაზე. „სანქციების გაუქმებას მხოლოდ ერთობით შეიძლება მივაღწიოთ“, დასძინა მან.

ამჟამად ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანია, აშშ დაუბრუნდეს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წლის ხელშეკრულებას და დაარწმუნონ თეირანი, რომ კვლავ დაემორჩილოს ბირთვულ სფეროში ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

შეთანხმებას როჰანის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში მოეწერა ხელი ზარიფის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ.

მაგრამ 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გავიდა ხელშეკრულებიდან და ირანს კვლავ სანქციები დაუწესა. ამის შემდეგ ირანმა დაიწყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა.

ჩანაწერში, რომელიც 25 აპრილს გახდა ცნობილი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ამბობს, რომ ირანის არმიას და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს (IRGC) ზედმეტად დიდი გავლენა აქვთ დიპლომატიაზე.

ჩემი სიტყვების "მთავარი არსი" იყო ის, რომ "ამ ორ ფრთას შორის ურთიერთობაში გონივრული ცვლილებებია საჭიროო", - დაწერა ზარიფმა 28 აპრილს ინსტაგრამზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG