Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის მერიასთან გიორგი მუმლაძე და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს


მარნეულის მერიასთან მიმდინარე აქციაზე „მოძრაობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მუმლაძე და 5 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. მათ წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით აღიძრა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მარნეულის მერიასთან 29 აპრილის დილიდან, გიორგი მუმლაძის ძმის, სიმონ მუმლაძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი გააპროტესტეს.

სიმონ მუმლაძემ მედიასთან განმარტა, რომ საწარმომ, რომელშიც 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უთხრა, რასაც იგი თავისი ძმის, გიორგი მუმლაძის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. სიმონ მუმლაძე ამბობს, იგი დასაქმებული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის შპს ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში.

აქციის მონაწილეები სიმონ მუმლაძის სამსახურში აღდგენას და ახსნა-განმარტებისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

XS
SM
MD
LG