Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Freedom House-ი: "ანტიდემოკრატიული შებრუნება" ევროპასა და ევრაზიაში.


Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში "ქვეყნები გარდამავალ პროცესში" (Nations In Transit), რომელიც დემოკრატიის მდგომარეობას აფასებს.

ადამიანის უფლებების სამეთვალყურეო ორგანიზაცია გამოდის გაფრთხილებით "ანტიდემოკრატიული შებრუნების" შესახებ ევროპასა და ევრაზიაში. ორგანიზაცია თვლის, რომ ბევრ ქვეყანაში არჩეული ლიდერები ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს ძალაუფლებაში დასარჩენად, და, პარალელურად, აძლიერებენ "ალტერნატიულ ავტორიტარულ მმართველობას".

Freedom House-ი გამოყოფს უნგრეთსა და პოლონეთს, როგორც ევროკავშირში ყველაზე მძიმე ვითარების მქონე ქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულში ორივე ქვეყანაში აღინიშნა "დემოკრატიის შეუდარებელი მოშლა". ბოლო ათწლეულში პოლონეთმა და უნგრეთმა უპრეცედენტო უკანსვლა განიცადეს დემოკრატიის თვალასაზრისით.

ანგარიშის თანახმად, შეფასებული სახელმწიფოების უმრავლესობაში ახლა ვითარება უარესია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. რუსეთი და ბელარუსი მოხსენიებული არიან "კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების" მქონე ქვეყნებად, რომლებშიც ბოლო წელს რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდა.

ორგანიზაცია თვლის, რომ „დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმები ევროპასა და ევრაზიაში ახლა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე როდემე და გამოწვევად იქცა თვით დემოკრატიისთვის“.

Freedom House-ის ამ ანგარიშის ავტორებისთვის 2021 წლის თებერვლის მოვლენებმა აშკარად აჩვენეს საქართველოში ბოლო დროინდელი რეფორმების გატარების „მცდელობის დასასრული.“ Freedom House-ი მოიხსენიებს „საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტს და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას“ ამის მაჩვენებლად. დემოკრატიის მხრივ საქართველოს მაჩვენებელი, გვამცნობს ანგარიში, უახლოვდება ათი წლის წინანდელს, როცა ახდა მმართველი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში სულ უფრო მზარდად ავტორიტარული ხელისუფლებით საზოგადოებრივი უკმაყოფილების ტალღაზე.

მედიას რაც შეეხება, Freedom House-ი საქართველოს შესახებ აღნიშნავს, რომ მედიის მიმართ მოხდა პოლიტიკური ჩარევა 2020 წელს, როცა სახელმწიფოს დაფინანსებით მოქმედი აჭარის ტელევიზია „აშკარა ნიმუში იყო ჟურნალისტებზე ზეწოლისა“.

გარდამავალ პროცესში მყოფი ქვეყნების უმრავლეობას, ერთი გარდა, დემოკრატიის რეიტინგის ცვლილების მიხედვით უარესი ვითარება აქვს, ვიდრე ოთხ წლის უკან. ამ სახელმწიფოებს შორის უდიდესი უკანსვლა განიცადეს პოლონეთმა და უნგრეთმა. საქართველოს დემოკრატიული საშუალო რეიტინგი, ეს ქვეყანა გარდამავალ - ჰიბრიდურ რეჟიმად არის შეფასებული, 36 პროცენტით გაუარესდა. როცა 1 საუკეთესოა და 7 ყველაზე ცუდი, საქართველოს მონაცემი 3.18-ია.

ამ ცხრილში საუკეთესო მონაცემები აქვს ესტონეთს, ყველაზე ცუდი თურქმენეთს. საქართველოს მეზობელ სომხეთს ამ მხრივ 2,96 ქულა არგუნეს, აზერბაიჯანს - 1. საქართველოში საუკეთესო მაჩვენებელ აქვს სამოქალაქო საზოგადოებას - 4,25.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG