Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 10 დღით შეწყდა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა


დღეიდან, 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით საქართველოში არ მოძრაობს მუნიციპალური ავტოტრანსპორტი. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება 26 აპრილს მიიღო. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მობილობის შესამცირებლად ამოქმედებული შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობდა 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 8 თებერვლამდეც.

საბჭოს გადაწყვეტილებითვე, 4 მაისის ჩათვლით აკრძალულია სასაფლაოებზე მისვლა. საქართველოში, აღდგომის დღესასწაულის მომდევნო დღეებში საფლავების მონახულების ტრადიცია არსებობს. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მეორე წელია სასაფლაოებზე მისვლა იკრძალება.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო მობილობის შესამცირებლად, საქართველოში უქმე დღეებადაა გამოცხადებული 4-11 მაისი. 3 მაისი ისედაც უქმეა, როგორც აღდგომის დღესასწაულის მომდევნო ორშაბათი. საქართველოში ოფიციალურად უქმე დღეა 12 მაისიც(წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე).

XS
SM
MD
LG